The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ზაქარეიშვილი

ლევან ზაქარეიშვილი
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1953
გარდაცვ. თარიღი:22 აგვისტო, 2006  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოფიზიკის ფაკულტეტი 1975 წელს; საკავშირო კინემატოგრაფიის კინოსარეჟისორო და სასცენარო კურსები 1985 წელს.

1976-1977წწ. მუშაობდა საქპროექტში გეოლოგად; 1977-1980წწ. მშენებლობაზე ინჟინრად; 1980-1982წწ. გორკის სახელობის კინოსტუდიაში რეჟისორის ასისტენტად; 1985 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მამა" (1984), "ნისლი" (1985), "თემო" (1986), "ისინი" (1992), "თბილისი-თბილისი" (2005); სცენარის ავტორია ფილმების: "მამა" (1984), "ნისლი" (1985), "თემო" (1986), "ისინი"(1992), "თბილისი-თბილისი" (2005);  პროდიუსერია ფილმის: "თბილისი-თბილისი" (2005).

წყარო:ეროვნული ფილმოგრაფია:geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კინოხელოვნების აკადემია, აკადემიკოსი
  • რუსეთის კინოხელოვნების აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - კინოპრემია "ნიკა" დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმისთვის
    ფილმისთვის "თბილისი-თბილისი"

გააზიარე: