The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ქუთათელაძე

რუსუდან ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1958 წელს(ალტი), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1962 წელს(ალტი), 1967 წელს(მუსიკის ისტორია).

1967–1981წწ. იყო თბილისის IV მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(მუსიკალური ლიტერატურა); 1981–2014წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ქართული მუსიკის ისტორია, რუსული მუსიკის ისტორია, მსოფლიო მუსიკის ისტორია), 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; მუსიკისმცოდნე–ისტორიკოსი, მუსიკის კრიტიკოსი, რედაქტორი. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქართული სავიოლინო კონცერტი. ჟანრის ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპები", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 495

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი (1997-2001)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშრი, წევრი

გააზიარე: