The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალაქია II (დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი)

ოფიციალური სახელი:გურიელი
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი 1619-1939 წლებში; გურიის მთავრის გიორგი II გურიელის ძე; ერთდროულად იყო ცაიშელ-ჯუმათელ-ხონელიც; 1630-იანი წლებიდან იყო აგრეთვე გურიის სამთავროს გამგებელი, სახელი გაითქვა როგორც უნარიანმა სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწემ; მოაწესრიგა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საქმეები, ააგო და შეამკო მრავალი ეკლესია-მონასტერი, მფარველობას უწევდა კათოლიკე მისიონერებსა და ქართველ კულტურის მოღვაწეებს; მისი ინიციატივით შედგა აფხაზთა საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი. ეხმარებოდა ირანის წინააღმდეგ მებრძოლ ქართლისა და კახეთის მეფეებს, აგრეთვე გიორგი სააკაძეს.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 6.-თბ., 1983.-გვ.385



გააზიარე: