The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კვირცხალია

დავით კვირცხალია
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი; 1988 წელს საქართველოს კინომატოგრაფიის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1970 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.  რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: სალამურა (ა. სულაკაური "სალამურა", რეჟისორი - რ. სტურუა), ერეკლე (დ. სუმბათაშვილი "ღალატი", რეჟისორი – რ. სტურუა), ზაზა (ნ. დუმბაძე "თეთრი ბაირაღები", რაჟისორი – რ. სტურუა), რომეო (შექსპირი "რომეო და ჯულიეტა", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), ლუციუსი (შექსპირი "იულიუს კეისარი" რეჟისორი – მ. თუმანიშვილი), ტელემაქე (ა. ვალიეხო ,"ოცნება", რეჟისორი – რ. ჩხაიძე), ანრი (ნ. წულეისკირი, გ. გეგეჭკორი "ძველი სამრეკლო", რეჟისორი – გ. გეგეჭკორი), თემო (თ. ჭილაძე "მოულოდნელი სტუმარი", რეჟისორი – თ. ჩხეიძე), ბურგუნდიის მთავარი (შექსპირი, "მეფე ლირი", რეჟისორი – რ. სტურუა), და სხვ.; სხვა თეატრებში განსახიერებული როლებიდიდრო (ნ. დუმბაძის ნოველების მიხედვით "ნუ მიგვატოვებ მზეო", რეჟისორი – ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი), პავკა (ნ. ოსტროვსკი "როგორ იწრთობოდა ფოლადი", რეჟისორი – გ. ქავთარაძე) და სხვ.; მონაწილეა სატელევიზიო დადგმებისა: "გზაჯვარედინზე" (რეჟისორი – მ. თუმანიშვილი), "ეს არ უნდა მომხდარიყო" (რეჟისორი – ზ. კაკაბაძე), "ხორუმი ქართული ცეკვაა" (რეჟისორი – გ. კახაბრიშვილი) და სხვ.; მონაწილეობს სატელევიზიო სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" (გრიშა კაკაჩია, რეჟისორი გ. ლიფონავა); გადაღებულია ფილმებში: "ქორწინება იმერულად" (რეჟისორი – ნ. წულაია), "ყვარყვარე" (რეჟისორი – დ. აბაშიძე), "ნატვრის ხე"(რეჟისორი – თ. აბულაძე), "მარტოხელა მონადირე", (რეჟისორი – ქ. დოლიძე) და სხვ.; სარეჟისორო ნამუშევრები: მხატვრული ფილმი "ოქროს ობობა" – 4 სერია(სცენარის ავტორები და რეჟისორები – დ. კვირცხალია, გ. ქავთარაძე, მ. ანთაძე.).  ვიდეოფილმი "ჩემი სახელი საიდან იცი?" (ნ. დუმბაძის მოთხრობების "დედა" და "კორიდას" მიხედვით). 1984 წელს მიღებული აქვს კიევის ახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო სარეჟისორო ნამუშევრისათვის ( მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ერთხელ").

 წყარო: ka-ge.facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: