The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ სიჭინავა

ანტონ სიჭინავა
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1899
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 1963  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს.

1947-1949წწ. იყო თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგე. 1949 წლიდან ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა განყოფილების გამგე, 1960 წლიდან ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა განყოფილების გამგე, 1960 წლიდან განაგებდა პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოზრდილ ბავშვთა პათოლოგიის და თერაპიის განყოფილებას. 1952 წლიდან საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი იყო. შეისწავლიდა ბავშვთა დაავადებების, ტუბერკულოზის, ეპიდემიური ცერებრო-სპინალური მენინგიტის საკითხებს, მცირე ასაკის ბავშვთა აპენდიციტის კლინიკასა და ეტიოლოგიას, საქართველოს ზოგიერთი კურორტის (მანგლისი, წყნეთი, ბაკურიანი, ლესელიძე) კლიმატური ფაქტორების გავლენას ბავშვთა ორგანიზმზე და სხვა. ეწეოდა ორგანიზაციულ და პედაგოგიურ მუშაობას. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949),  პროფესორი (1950).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.414; antonsichinava.wordpress.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1957 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: