The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ქუთათელაძე

შოთა ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:1983  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1927 წელს(ფილოლოგიური), თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1928 წელს, მოსკოვის კონსერვატორია 1934 წელს(ვოკალური), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(ვოკლაური).

1960–1983წწ. იყო თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" და თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი(ვოკალი), ვოკალური ფაკულტეტის დეკანი; 1931–1964წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ტენორი), 1957–1963წწ. დირექტორის მოადგილე; რეპერტუარი: 20–ზე მეტი პარტია, მათ შორის ქართული ოპერები: მოძახილი, გზირი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), რატი(ზ. ფალიაშვილი "ლატავრა" II რედაქცია), ნიკო(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), კოტე(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ქვაბულიძე(ნ. სულხანიშვილი "პატარა კახი"), მეურმე(ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"), ილია(შ. თაქთაქიშვილი "დეპუტატი"), ბაში–აჩუკი(ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი"), ვეფხია(შ. აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა"); სხვა რეპერტუარი: რუდოლფ გარას(როსინი "ვილჰელმ ტელი"), გასტონი, ჰერცოგი(ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ფაუსტი(გუნო "ფაუსტი"), გორო(პუჩინი "ჩიო–ჩიო–სანი"), დანკაირო(ბიზე "კარმენი"), ლენსკი, ისკრა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "მაზეპა"), თავადი(დარგომიჟსკი "ალი"), შუისკი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ლიკოვი(რიმსკი–კორსაკოვი "მეფის საცოლე"), სინოდალი(რუბინშტეინი "დემონი"), ვლადიმირ იგორევიჩი(ბოროდინი "თავადი იგორი").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 495


გააზიარე: