შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯალილ მამედყულიზადე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ნახჭევანი, აზერბაიჯანი. სწავლობდა ნახჭევანში. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია 1887 წელს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი პირველი მხატვრული თხზულებებია: პიესა "ჩაის სერვიზი"(1889) და მოთხრობების ციკლი "შემთხვევა სოფელ დანაბაშში" (1894). 1903 წელს ჩამოვიდა თბილისში. აქ თანამშრომლობდა აზერბაიჯანულ გაზეთში "შარგი რუსსა" და ამიერკავკასიის ბოლშევიკთა პირველ ლეგალურ ორგანოში "კავკაზსკი რაბოჩი ლისტოკ". 1906 წელს თბილისში დააარსა სატირულ-ილუსტრირებული ჟურნალი "მოლა ნასრედინი" (გამოდიოდა 1931 წლამდე, ხანგამოშვებით). ავტორია სოციალური და საზოგადოებრივი კონფლიქტების ამსახველი ანტირელიგიური კომედიისა "მიცვალებულნი" (1909), მოთხრობისა "სკოლა სოფელ დანაბაშში" (1921) და სხვა. 1920 წელს წავიდა ემიგრაციაში (თავრიზში). ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა საბჭოთა აზერბაიჯანში. აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.396; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.492
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |