The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია I გურიელი

დაბადების თარიღი:14??
გარდაცვ. თარიღი:1534
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

გურიის მთავარი 1512-1534 წლებში, გიორგი I გურიელის ძე. 1520 წელს დაამარცხა ქართლის მეფე დავით X და ხელი შეუწყო კახეთში ლევანის გამეფებას. 1533 წელს მამია III დადიანთან ერთად ჯიქეთზე გაილაშქრა; მოკავშირეები დამარცხდნენ. ამ ბრძოლაში დაიღუპა მამია I გურიელის ვაჟი გიორგი, ხოლო მთავარი, მისი ძმები და ეპისკოპოსები ტყვედ ჩავარდნენ და თავი გამოისყიდეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.396 



გააზიარე: