The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია III გურიელი

მამია III გურიელი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1711
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

გურიის მთავარი 1689-1711 წლებში, გიორგი III გურიელის ძე. დოკუმენტებში იხსენიება როგორც "დიდი" ან "დიდი შავი გურიელი". ოსმალეთთან მოქნილი დიპლომატიური პოლიტიკის მეშვეობით აფართოებდა სამთავროს ტერიტორიას. იმერეთის მეფისგან იყიდა საჭილაო - სამიქელაძეოს ტერიტორია. 1701- 1702 წლებში იმერეთისა და ოდიშის მსხვილ ფეოდალთა მხარდაჭერით მეფობდა იმერეთში. მამია III გურიელი იძულებული გახდა დამორჩილებოდა 1703 წელს დასავლეთ საქართველოში შემოჭრილ ოსმალთა ლაშქარს, რის შედეგად გურიის სამთავრომ ბათუმის მხარე დაკარგა. 1711 წელს კვლავ გამეფდა იმერეთში და იმავე წელს გარდაიცვალა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.396


გააზიარე: