Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამია III გურიელი![]()
Biographyგურიის მთავარი 1689-1711 წლებში, გიორგი III გურიელის ძე. დოკუმენტებში იხსენიება როგორც "დიდი" ან "დიდი შავი გურიელი". ოსმალეთთან მოქნილი დიპლომატიური პოლიტიკის მეშვეობით აფართოებდა სამთავროს ტერიტორიას. იმერეთის მეფისგან იყიდა საჭილაო - სამიქელაძეოს ტერიტორია. 1701- 1702 წლებში იმერეთისა და ოდიშის მსხვილ ფეოდალთა მხარდაჭერით მეფობდა იმერეთში. მამია III გურიელი იძულებული გახდა დამორჩილებოდა 1703 წელს დასავლეთ საქართველოში შემოჭრილ ოსმალთა ლაშქარს, რის შედეგად გურიის სამთავრომ ბათუმის მხარე დაკარგა. 1711 წელს კვლავ გამეფდა იმერეთში და იმავე წელს გარდაიცვალა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.396; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.492
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |