The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გვანცა ღვინჯილია

დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1972  (51 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1996 წელს(მუსიკის ისტორია).

1994–2000წწ. იყო საქართველოს ტელერადიოს I არხის გადაცემების ავტორი და სცენარისტი; 1998–2005წწ. თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მიწვეული პედაგოგი; 1999–2005წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საერთაშორისო განყოფილების კოორდინატორი, 1999 წლიდან პედაგოგი(მსოფლიო მუსიკის ისტორია, ქართული მუსიკის ისტორია), 2004 წლიდან ასოცირებული პროფესორი, 2005 წლიდნა აკადემიის დოქტორი; 2015 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ლიტერატურული ნაწილის უფროსი; მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ეროვნული ცნობიერების საკითხისათვის კლასიკური პერიოდის ქართულ მუსიკაში (რომანტიზმთან მიმართებაში)", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 499



გააზიარე: