The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ჭკუასელი

თენგიზ ჭკუასელი
დაბადების თარიღი:1940  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი რკინიგზის სამიმოსვლო გზათა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1965 წელს.

1969 წელს მუშაობა დაიწყო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტში - "საქრკინიგზაპროექტში", სადაც განვლო გზა ტექნიკოსიდან დირექტორამდე (1990 წლიდან); მისი ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით შემუშავებული და განხორციელებული არაერთი ობიექტი აღინიშნა საბჭოთა კავშირის და საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემიებით; მისი ავტორობით გამოცემულია სამეცნიერო კვლევითი შრომები და სახელმძღვანელოები სარკინიგზო მშენებლობის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე; ინჟინერ-მშენებელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.818; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.703-704


გააზიარე: