The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია V გურიელი

დაბადების თარიღი:1789
გარდაცვ. თარიღი:21 ნოემბერი, 1826  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

გურიის უკანასკნელი მთავარი 1809-1826 წლებში, სვიმონ III გურიელის ძე. 1809 წელს რუსეთს მფარველობაში მიღება სთხოვა. 1810 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებით გურია ავტონომიური უფლებებით რუსეთის იმპერიაში შევიდა. ატარებდა ანტიოსმალურ პოლიტიკას. გარდაქმნა მმართველობის სისტემა, შემოიღო მკაცრი ანგარიშიანობა, დააწესა ბაზრობა ნაგომარში, ხელს უწყობდა შინამრეწველობის განვითარებას, ევროპული წეს-ჩვეულებების დანერგვას, ტექნიკური კულტურების (ინდიგო, რამი) გავრცელებას. დააარსა ქსენონი, წამოიწყო დიდი სამშენებლო სამუშაოები, ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას. 1819-1820 წწ. იმერეთის აჯანყების დროს იძულებული გახდა რუსეთის მხარეზე დამდგარიყო.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.396


გააზიარე: