შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ორჯონიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღორეშა, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1952 წელს; მოსკოვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი წარმოების ავტომატიზებული მართვის სპეციალობით 1957 წელს. 1975-1981წწ. იყო "საქბაგირგზის" (შემდგომში "საქმთავარბაგირგზის") უფროსი; 1981-1989წწ. - სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ავტომატიზაციის სისტემების სახელმწიფო კომიტეტის "საქსახსპეცტრანსის" თავმჯდომარე; 1989 წლიდან საქართველოს სამეცნიერ-ტექნიკური კომპლექსის "საქსპეცტრანსის" და "ტრანსავტომატიკის" (1980 წლიდან) გენერალური დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი; საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი საზღვარგარეთ; მისი შრომები ეხება ეკოლოგიურად სუფთა სპეციალური ტრანსპორტისა და მისი მართვის ავტომატიზებული სისტემების კვლევის, დამუშავებისა და დანერგვის საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მეცნიერი სპეციალური ტრანსპორტის დარგში; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1966), პროფესორი (1977). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.818; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.472; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.361 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |