The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ორჯონიკიძე

შოთა ორჯონიკიძე
Date of birth:1929
Date of death:2015  (at 86 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ღორეშა, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1952 წელს; მოსკოვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი წარმოების ავტომატიზებული მართვის სპეციალობით 1957 წელს.

1975-1981წწ. იყო "საქბაგირგზის" (შემდგომში "საქმთავარბაგირგზის") უფროსი; 1981-1989წწ. - სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ავტომატიზაციის სისტემების სახელმწიფო კომიტეტის "საქსახსპეცტრანსის" თავმჯდომარე; 1989 წლიდან საქართველოს სამეცნიერ-ტექნიკური კომპლექსის "საქსპეცტრანსის" და "ტრანსავტომატიკის" (1980 წლიდან) გენერალური დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი; საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი საზღვარგარეთ; მისი შრომები ეხება ეკოლოგიურად სუფთა სპეციალური ტრანსპორტისა და მისი მართვის ავტომატიზებული სისტემების კვლევის, დამუშავებისა და დანერგვის საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მეცნიერი სპეციალური ტრანსპორტის დარგში; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1966), პროფესორი (1977).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.818; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.472; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.361

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (1996-)

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოს სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ავტომატიზებული მართვის სისტემის დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: