The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია IV დადიანი

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ოდიშის მთავარი 1573-1578 და 1582-590 წლებში, ლევან I დადიანის ძე. 1573 წელს გიორგი II გურიელის დახმარებით ტახტიდან გადააგდო თავისი ძმა გიორგი II დადიანი და ოდიშის მთავარი გახდა. 1578 წელს იძულებული შეიქნა სამთავრო დაეთმო ძმისთვის და თვითონ საუფლისწულოთი დაკმაყოფილებულიყო. გიორგი II დადიანის სიკვდილის შემდეგ კვლავ დაეუფლა სამთავროს. 1583 წელს მამია IV დადიანმა ტახტიდან ჩამოაგდო გიორგი II გურიელი და მის ნაცვლად ვახტანგ გურიელი დასვა. ებრძოდა იმერეთის მეფეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.396


გააზიარე: