The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გეიდარ ფალავანდიშვილი

გეიდარ ფალავანდიშვილი
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:6 მაისი, 2012  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1963 წელს.

1970 წლიდან მუშაობდა "საქსახწყალპროექტში"; 1980 წლიდან ინსტიტუტის დირექტორად; მისი ხელმძღვანელობით დაამუშავეს ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტები, როგორიცაა "ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა" და სხვა.; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მან შეასრულა როლები ფილმებში: "ალავერდობა" (გურამი, 1962), "ვედრება"(მუცალი, 1967), "ფერისცვალება" (გივი, 1968), "ჯვარცმული კუნძული" (სოსო, 1968), "მთვარის მოტაცება" (თარაშ ემხვარი, 1973); ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.819

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
  • სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან არსებული მელიორაციის დეპარტამენტის კოლეგია, წევრი

გააზიარე: