The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ალავერდელი

იოსებ ალავერდელი
სხვა სახელი:ამბა ალავერდელი
დაბადების თარიღი:5??
გარდაცვ. თარიღი:5??
დაკრძალვის ადგილი:ალავერდის მონასტერი, სოფელი ალავერდი, ახმეტის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამა, მოვიდა ქ. ამტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირას დააარსა ალავერდის მონასტერი(აუგია წმ. გიორგის სახელობის ეკლესია). მისმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთის ამ მხარეში ქრისტიანობის განმტკიცებას. იოსებ ალავერდელი იხსენიება ასურელი მამების - დავით გარეჯელის, შიო მღვიმელის "ცხოვრებათა" მეტაფრასულ რედაქციებში (XII საუკუნე). XVIII საუკუნეში შეუდგენიათ იოსებ ალავერდელის   სვინაქსარული "ცხოვრება". წმინდანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 202


გააზიარე: