The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე საღარაძე

ალექსანდრე საღარაძე
სხვა სახელი:ამბაკო
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1925  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:მფრინავი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ავიაციის განვითარებაში; პირველმა შეასრულა ტექნიკურად რთული და თამამი რამდენიმე გაფრენა რაჭისა და სვანეთის მაღალმთიანეთში; დაიღუპა საავიაციო კატასტროფაში თბილისში; თვითმფრინავში იმყოფებოდნენ ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის წევრები: გ. ათარბეგოვი, ა. ა. მიასნიკოვი, ს. მოგილევსკი. დაკრძალულია თბილისში, საქართველოს სურათების ეროვნული გალერეის წინ; არის რობაქიძის რომანის "გრაალის მცველნის" პერსონაჟის მფრინავ საღარას პროტოტიპი; სამხედრო მფრინავი; ავიაციის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.819


გააზიარე: