The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი სიჭინავა

დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1933  (90 წლის)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყულევი, ხობის რაიონი.

დაამთავრა წულუკიძის პროფტექნიკური სასწავლებელი 1945 წელს.

მუშაობდა სოფელ ყულევის კოლბაში (1946-1953), სოფელ ჭალადიდის სამანქანო-სატრანსპორტო სადგურში ტრაქტორისტად (1954-1985), ტრესტ "კოლხიდმშენის" მოძრავ მექანიზებულ კოლონაში ბულდოზერის მემანქანედ (1958-1971). 1972 წლიდან მუშაობდა მექანიზმების შემკეთებელი ბრიგადის ბრიგადირად, იყო საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს მსაჯული, სახალხო დეპუტატების ფოთის საქალაქო საბჭოს დეპუტატი და ტრესტ "კოლხიდმშენის" სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირების გაერთიანებული კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.414

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირების გაერთიანებული კომიტეტის პრეზიდიუმი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - სოციალისტური შრომის გმირი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: