შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ზაქარიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო სიმონეთი, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1900 წელს. 1901–1903 წლებში სწავლობდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. 1903 წლიდან მსახურობდა 79-ე ქვეით, შემდეგ სამარის 147-ე ქვეით პოლკებში. რუსეთ-იაპონიის ომის დროს მუკდენთან ბრძოლაში (1905) თავში მძიმედ დაიჭრა. 1909–1912 წლებში სწავლობდა გენერალური შტაბის აკადემიაში. იყო კაზაკთა მე-3 დივიზიის შტაბის უფროსი (1914), 27-ე კორპუსის შტაბის ოფიცერი (1915), ლიტვის მე-2 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი (1917). მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო ეროვნული საბჭოს სამხედრო კომისიის შტაბის უფროსი (1917), ქართული კორპუსის შტაბის უფროსი (1918), საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი (1919–1921). 1922 წლიდან მსახურობდა პოლონეთის არმიაში. 1939 წელს პოლონეთის არმიის რიგებში იბრძოდა გერმანელთა წინააღმდეგ. პოლონეთის ოკუპაციის პერიოდში ალექსანდრე ზაქარიაძე რამდენჯერმე დააპატიმრეს, გადარჩა ვერმახტის ოფიცრების ჩარევით. 1945–1948 წლებში იმყოფებოდა გერმანიაში, ინგლისელთა საოკუპაციო ზონაში, შემდეგ ცხოვრობდა საფრანგეთში. ემიგრაციაში ალექსანდრე ზაქარიაძემ დაწერა მოგონებები-"საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921 წწ.)". საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1919). რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1915), პოლონეთის არმიის ბრიგადისა (1923) და დივიზიის გენერალი (1927). იყო წმინდა გიორგის ხმლისა და ინგლისის საბრძოლო ჯვარის მფლობელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.322 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |