The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ზაქარიაძე

ალექსანდრე ზაქარიაძე
Date of birth:15 February, 1884
Date of death:12 May, 1957  (at 73 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო სიმონეთი, ქუთაისის მაზრა.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1900 წელს. 1901–1903 წლებში სწავლობდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში.

1903 წლიდან მსახურობდა 79-ე ქვეით, შემდეგ სამარის 147-ე ქვეით პოლკებში. რუსეთ-იაპონიის ომის დროს მუკდენთან ბრძოლაში (1905) თავში მძიმედ დაიჭრა. 1909–1912 წლებში სწავლობდა გენერალური შტაბის აკადემიაში. იყო კაზაკთა მე-3 დივიზიის შტაბის უფროსი (1914), 27-ე კორპუსის შტაბის ოფიცერი (1915), ლიტვის მე-2 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი (1917). მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო ეროვნული საბჭოს სამხედრო კომისიის შტაბის უფროსი (1917), ქართული კორპუსის შტაბის უფროსი (1918), საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი (1919–1921). 1922 წლიდან მსახურობდა პოლონეთის არმიაში. 1939 წელს პოლონეთის არმიის რიგებში იბრძოდა გერმანელთა წინააღმდეგ. პოლონეთის ოკუპაციის პერიოდში ალექსანდრე ზაქარიაძე  რამდენჯერმე დააპატიმრეს, გადარჩა ვერმახტის ოფიცრების ჩარევით. 1945–1948 წლებში იმყოფებოდა გერმანიაში, ინგლისელთა საოკუპაციო ზონაში, შემდეგ ცხოვრობდა საფრანგეთში. ემიგრაციაში ალექსანდრე ზაქარიაძემ დაწერა მოგონებები-"საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921 წწ.)". საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1919). რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1915), პოლონეთის არმიის ბრიგადისა (1923) და დივიზიის გენერალი (1927). იყო წმინდა გიორგის ხმლისა და ინგლისის საბრძოლო ჯვარის მფლობელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.322

Awards and Honors

  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა გიორგის ორდენი

Share: