The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ სიხარულიძე

მარიამ სიხარულიძე
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1907  (117 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გოგოლეისუბანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1929 წელს. 

მისი გამოკვლევები ეხება საქართველოს მინდვრის კულტურათა ბოტანიკური შედგენილობის, მათი სელექციური ღირსებისა და სელექციის მეთოდიკის საკითხებს. შექმნა პერსპექტიული სასელექციო მასალა ინტენსიური ტიპის ხორბლის ახალი ჯიშების გამოსაყვანად. თანაავტორია ლობიოს დარაიონებისა და ახალი ჯიშების გამოყვანისა. ეკუთვნის სახელმძღვანელო "მინდვრის კულტურათა სელექცია და მეთესლეობა". აგრონომი, სელექციონერ-მემცენარე, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი (1968), პროფესორი (1969). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.414

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1953-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: