| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხაჩატურ ყარა–მურზა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყარასუ–ბაზარ, ყირიმი. ბავშვობაში უკრავდა ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე, შეისწავლიდა მუსიკის თეორიას; 1882–1885წწ. ცხოვრობდა თბილისსა და ბაქოში, სადაც კრებდა და ამუშავებდა სომხურ ხალხურ სიმღერებს(300–ზე მეტი); 1885 წლიდან ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც გუნდის დირიჟორი; სომხურ მსმენელ აუდიტორიას აცნობდა მრავალხმიან მუსიკას, ხალხურ სიმღერებს; ამიერკავკასიაში ჩამოაყალიბა 90–მდე სახალხო გუნდი, ეწეოდა აქტიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას; მისი გუნდის ცალკეული წევრი ცნობილი პროფესიული მომღერალი დადგა; 1984 წელს თბილისში გამართა კონცერტი, სადაც გუნდი მისი ლოტბარობით ასრულებდა სომხურ ხალხურ სიმღერებს; 1899 წელს კიდევ გამართა კონცერტები თბილისში; თხზულებები: ოპერა "შუშან", სიმღერები, გუნდები, რომანსები, ინსტრუმენტული პიესები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის; მუსიკაზე დაწერილი აქვს მრავალრიცხოვანი საგაზეთო და საჟურნალე კრიტიკული წერილები; სომეხი საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 504
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

