შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიალია ყარანგოზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1946 წელს(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს(მუსიკის ისტორია). 1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(რუსული მუსიკის ლიტერატურა, დასავლეთ ევროპის მუსიკის ლიტერატურა); 1978 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(საოპერო დრამატურგია); მუსიკისმცოდნე–ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მ. პ. მუსორგსკის ტრადიციები საბჭოთა მუსიკაში – პროკოფიევის, შოსტაკოვიჩის, სვირიდოვის შემოქმედებაში", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 504
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |