The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიალია ყარანგოზიშვილი

ოფიციალური სახელი:ელენე ყარანგოზიშვილი
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1927
გარდაცვ. თარიღი:15 მაისი, 1995  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1946 წელს(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს(მუსიკის ისტორია).

1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(რუსული მუსიკის ლიტერატურა, დასავლეთ ევროპის მუსიკის ლიტერატურა); 1978 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(საოპერო დრამატურგია); მუსიკისმცოდნე–ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მ. პ. მუსორგსკის ტრადიციები საბჭოთა მუსიკაში – პროკოფიევის, შოსტაკოვიჩის, სვირიდოვის შემოქმედებაში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 504



გააზიარე: