The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ყიფიანი

დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:22 ოქტომბერი, 1959  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბობოყვათი, ქობულეთი.

დაამთავრა ქ. ბათუმის ვაჟთა გიმნაზია 1925 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1935 წელს(ვოკალური).

1928–1930წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის მომღერალი, 1935–1938, 1942–1948, 1951–1959წწ. აქვე, წამყვანი სოლისტი(ბარიტონი); 1938–1940წწ. ქ. ლენინგრადის ოპერის სოლისტი, 1940–1942წწ. ქ. მოსკოვის დიდი თეატრის, 1948–1951წწ. ქ. ტაშკენტის ოპერის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: მურმანი, კიაზო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მაკარი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"); სხვა რეპერტუარი: ამონასრო(ვერდი "აიდა"), მეფისტოფელი(გუნო "ფაუსტი"), სკარპია(პუჩინი "ტოსკა"), ტონიო(ლეონკავალო "ჯამბაზები"), ესკამილიო(ბიზე "კარმენი"), დემონი(რუბინშტეინი "დემონი"), იგორი(ბოროდინი "თავადი იგორი"), სულეიმანი(იპოლიტოვ–ივანოვი "ღალატი"), ეშმაკი, ტომსკი(ჩაიკოვსკი "ქოშები", "პიკის ქალი"), ტროეკუროვი(ნაპრავნიკი "დუბროვსკი"), ივანე მრისხანე(რიმსკი–კორსაკოვი "მეფის საცოლე").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 507

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: