The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჰასან ჰელიმიში

ჰასან ჰელიმიში
Date of birth:1907
Date of death:2 March, 1976  (at 69 years)
Burial location:სოფელი სარფი, საქართველო
Category:Painter, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ორთახოფა, თურქეთის ლაზეთი.

1932 წელს საცხოვრებლად საქართველოში, ქალაქ ბათუმში გადმოვიდა. 1949-1954წწ. როგორც არასანდო, "საეჭვო" პიროვნება, ოჯახთან ერთად გადაასახლეს ციმბირის ქალაქ ვასიუგანში (ტომსკის რაიონი); 1961-1967წწ. პროფესორ სერგი ჯიქიას მიწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქულს ასწავლიდა; მისი ლექსები სხვადასხვა დროს ლაზური ენის მკვლევართა მიერ (არნოლდ ჩიქობავა, სერგი ჯიქია) სხვა ტექსტებთან ერთად გამოქვეყნდა. შედარებით სრული პუბლიკაცია განხორციელდა გამომცემლობა "ინტელექტის" მიერ პროექტ "100 ლექსის" ფარგლებში (ლაზური პოეზია, შემდგენელი თეა კალანდია, 2007 წ.). ჰასან ჰელიმიშის საუკეთესო ნამუშევრები თავიანთი მხატვრულ–გამომსახველობითი ოსტატობით უახლოვდებიან ნიკო ფიროსმანის ნახატებს. მისი ნამუშევრები დაცულია სარფის საშუალო სკოლის საექსპოზიციო დარბაზში, ასევე სხვადასხვა კერძო კოლექციებში. ლაზი მხატვარი, პოეტი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 420

Bibliography


Share: