შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე მამრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით 1907 წელს. 1907-1910წწ. მათემატიკას ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში; 1912-1917წწ. დაამუშავა მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის ძეგლის (ავტორი იაკობ ნიკოლაძე) არქიტექტურული ნაწილი, ქუთაისის თბოელექტროსადგურის, ალაზნის ველის, დოღლაურის ველის მიდამოებისა და ლამი-მისაქციელის მიწების მორწყვის პროექტები და სხვა; 1921-1922წწ. განაგებდა დასავლეთ საქართველოში პირველი საბჭოთა სარწყავი სისტემის და ჭაობების დაშრობის (ქობულეთის რაიონი) სამუშაობებს; 1926-1930წწ. ხელმძღვანელობდა ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობას, დააპროექტა შირაქის წყალსადენი, სამგორის ველის მორწყვის სქემა; 1932-1937წწ. დაამუშავა კურორტ წყალტუბოს კეთილმოწყობის გენერალური გეგმის ძირითადი სქემა და სათავეში ედგა წყალტუბოს ჰიდროტექნიკური კომპლექსის მშენებლობას. ამავე პერიოდში ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.399; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.105; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.498
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |