The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე მამრაძე

პეტრე მამრაძე
Date of birth:27 February, 1877
Date of death:31 July, 1937  (at 60 years)
Category:Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით 1907 წელს.

1907-1910წწ. მათემატიკას ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში; 1912-1917წწ. დაამუშავა მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის ძეგლის (ავტორი იაკობ ნიკოლაძე) არქიტექტურული ნაწილი, ქუთაისის თბოელექტროსადგურის, ალაზნის ველის, დოღლაურის ველის მიდამოებისა და ლამი-მისაქციელის მიწების მორწყვის პროექტები და სხვა; 1921-1922წწ. განაგებდა დასავლეთ საქართველოში პირველი საბჭოთა სარწყავი სისტემის და ჭაობების დაშრობის (ქობულეთის რაიონი) სამუშაობებს; 1926-1930წწ. ხელმძღვანელობდა ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობას, დააპროექტა შირაქის წყალსადენი, სამგორის ველის მორწყვის სქემა; 1932-1937წწ. დაამუშავა კურორტ წყალტუბოს კეთილმოწყობის გენერალური გეგმის ძირითადი სქემა და სათავეში ედგა წყალტუბოს ჰიდროტექნიკური კომპლექსის მშენებლობას. ამავე პერიოდში ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.399; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.105


Share: