The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით საყვარელიძე

დავით საყვარელიძე
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1970  (55 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის, სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1995 წელს (მ. თუმანიშვილის კლასი). ამის შემდეგ სწავლობდა ლუკა რონკონთან მილანში, პიტერ ბრუკთან ლონდონის სამეფო ნაციონალურ თეატრალურ სტუდიაში, ნიუ-იორკის ტიშის ხელოვნების სკოლაში (Tisch School of the Arts) და იელის უნივერსიტეტში.

განხორციელებული დადგმები: კარლო გოლდონის "ქორწინება კონკურსით", მოზარდ მაყურებელთა თეატრში; ჰანოხ ლევინის "აგაპე", შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რომელმაც მიიღო საქართველოს თეატრალური საზოგადოების ორი ჯილდო: "წლის საუკეთესო რეჟისორი" და "წლის საუკეთესო სპექტაკლი" და "ლისისტრატე", რომელმაც გაიმარჯვა თეატრალური პრემია "დურუჯის" რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის "საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი". 2004 წელს დაინიშნა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გენერალურ დირექტორად. დადგა ისეთი მნიშვნელოვანი ოპერები, როგორებიცაა: "სოფლის ღირსება", "აიდა", "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ტოსკა", "მითრიდატე, პონტოს მეფე" და "ატილა". 2017 წელს მან დააარსა წინანდლის ფესტივალი, რომელიც მალევე გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მუსიკალური ღონისძიება. იგი ასევე არის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.  2025 წლის 4 აპრილიდან ამავე თეატრის დირექტორი. 2024 წლის მაისიდან რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორი. არის კავკასიის თეატრალური ლაბორატორიის (Caucasian Theatre/Lab) დამფუძნებელი. ქართველი თეატრისა და ოპერის რეჟისორი, ხელოვნების მენეჯერი და კომპოზიტორი, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) საქართველოს ცენტრის პრეზიდენტი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.820

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კულტურული პარლამენტი (ECP), წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

გააზიარე: