The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან საყვარელიძე

ლევან საყვარელიძე
დაბადების თარიღი:1920
გარდაცვ. თარიღი:1991  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს.

1947-1949წწ. იყო საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ფლოტის სამმართველოს მთავარი ექიმი; 1949-1954წწ. უფროსი სახელმწიფო სანიტარული ინსპექტორი; 1954-1959წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამმართველოს უფროსი; ვაქცინაციისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეპიდგანყოფილების გამგე; 1959 წლიდან სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის უფროსის მოადგილე; 1962-1971წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი; 1971-1973წწ. სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1972-1976წწ. ალჟირის რესპუბლიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მრჩეველი; 1977-1988წწ. შავი ჭირის საქართველოს სადგურის დირექტორი (ახლანდელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც 1972 წლიდან მისი სახელობისაა); 1977-1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრის გამგე; მრავალი სამეცნიერო შრომისა და ორი მონოგრაფიის ავტორია; ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.820

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კოლეგია, წევრი (1954-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1981-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: