Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან საყვარელიძე![]()
Biographyდაიბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს. 1947-1949წწ. იყო საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ფლოტის სამმართველოს მთავარი ექიმი; 1949-1954წწ. უფროსი სახელმწიფო სანიტარული ინსპექტორი; 1954-1959წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამმართველოს უფროსი; ვაქცინაციისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეპიდგანყოფილების გამგე; 1959 წლიდან სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის უფროსის მოადგილე; 1962-1971წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი; 1971-1973წწ. სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1972-1976წწ. ალჟირის რესპუბლიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მრჩეველი; 1977-1988წწ. შავი ჭირის საქართველოს სადგურის დირექტორი (ახლანდელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც 1972 წლიდან მისი სახელობისაა); 1977-1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრის გამგე; მრავალი სამეცნიერო შრომისა და ორი მონოგრაფიის ავტორია; ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.820 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |