შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მამულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. სწავლობდა პიატიგორსკის პროგიმნაზიაში (1882), შემდეგ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში. 1890 წელს დაამთავრა თბილისის საბაღოსნო სასწავლებელი. 1890-1898 წწ. მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის ბაღში (ახლანდელ მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის ბაღი). 1907 წელს ი. წინამძღვრიშვილის ინიციატივით თბილისში გახსნა ყვავილების სალონი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საშუალება მიეცა საბაღოსნო საქმის ერთ-ერთი პოპულარიზატორი გამხდარიყო. დიდია მისი ღვაწლი მრავალი ველური ყვავილის გაკულტურებაში. მას სახელი გაუთქვა ორიგინალური სტილის მხატვრულმა კომპოზიციებმა. სისტემატურად მონაწილეობდა ყვავილების რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. მამულაშვილის მცხეთის ბაღში (საფუძველი ჩაეყარა 1893) დაცულია მისი მხატვრული კომპოზიციები და კაბინეტ-მუზეუმები. ქართველი მებაღე-დეკორატორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.399; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.500 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |