The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მამულაშვილი

მიხეილ მამულაშვილი
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1873
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 1973  (99 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მიხეილ მამულაშვილის ბაღი, ქ. მცხეთა
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

სწავლობდა პიატიგორსკის პროგიმნაზიაში (1882), შემდეგ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში. 1890 წელს დაამთავრა თბილისის საბაღოსნო სასწავლებელი.

1890-1898 წწ. მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის ბაღში (ახლანდელ მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის ბაღი). 1907 წელს ი. წინამძღვრიშვილის ინიციატივით თბილისში გახსნა ყვავილების სალონი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საშუალება მიეცა საბაღოსნო საქმის ერთ-ერთი პოპულარიზატორი გამხდარიყო. დიდია მისი ღვაწლი მრავალი ველური ყვავილის გაკულტურებაში. მას სახელი გაუთქვა ორიგინალური სტილის მხატვრულმა კომპოზიციებმა. სისტემატურად მონაწილეობდა ყვავილების რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. მამულაშვილის მცხეთის ბაღში (საფუძველი ჩაეყარა 1893) დაცულია მისი მხატვრული კომპოზიციები და კაბინეტ-მუზეუმები. ქართველი მებაღე-დეკორატორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.399

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - მოსკოვის მანეჟის ყვავილების გამოფენა, ოქროს მედალი
  • 1960 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1960 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), მცირე ვერცხლის მედალი

გააზიარე: