The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ყორღანაშვილი

ოფიციალური სახელი:ეღინე ტერიან–ყორღანოვა
სხვა სახელი:დარიალი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1864
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 1937  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ნიცა, საფრანგეთი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მუსიკალური განათლება მიიღო პეტერბურგში, პარიზსა და იტალიაში; გამოდიოდა ევროპის საოპერო სცენებზე, სადაც სხვადასხვა დროს მისი პარტნიორები იყვნენ: მ. ბატისტინი, ა. მაზინი, ი. და ე. რესკე; 1880–იან წლებში და 1899 წლიდან გამოდიოდა პეტერბურგის, მოსკოვის, კიევის, ხარკოვის, ვორონეჟის, თბილისის სცენებზე; მისი საუკეთესო საოპერო პარტიებია: კარმენი, ამნერისი, სანტუცა, ვიოლეტა; პრესა აღნიშნავდა მის ვოკალურ და სასცენო ოსტატობას, ვოკალური ხმის იშვიათ დიაპაზონსა და საშემსრულებლო კულტურას; გამოდიოდა აგრეთვე კამერული რეპერტუარით; 1917 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში, ასწავლიდა პარიზის ს. რახმანინოვის სახელობის კონსერვატორიაში; მოწაფეები: ქ. დერჟინსკაია, ე. კატულსკაია, ა. მატოვა, ო. პიჟოვა; მუსიკოსები იყვნენ მისი ძმები – კომპოზიტორი გ. ო. ყორღანოვი, მომღერლები – კონსტანტინე, ოვანეს, დები – მომღერლები მეცო–სოპრანო, პედაგოგი ნუნე(ნინა დარიალი) და მ. ყორღანოვა(მარია სვეტადე); მისი პარტნიორები: მ. ბატისტინი, ა. მაზინი, ია. და ე. რეშკე, ვ. სტრახოვა, ე. დეკანოვა, ს. ვოლგინი, ვ. ლემინსკაია; სომეხი საოპერო მომღერალი, ლირიკო–დრამატული სოპრანო, მეცო–სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 508


გააზიარე: