The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ყორღანოვი

ვასილ ყორღანოვი
Date of birth:3 February, 1865
Date of death:2 February, 1934  (at 68 years)
Burial location:ქ. ერევანი
Category:Critic, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. პეტერბურგის სამხედრო–საინჟინრო სასწავლებელი 1880 წელს.

მუსიკას სწავლობდა ქ. თბილისში, პედაგოგები ე. ფ. ეპშტეინი(ფორტეპიანო), ი. მ. ალიხანოვი(მუსიკის თეორიული საგნები); ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. სარიქამიშში; 1888–1891წწ. ცხოვრობდა თბილისში, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ–პუბლიცისტურ მოღვაწეობას; როგორც ჟურნალისტი, მუსიკის კრიტიკოსი, აქვეყნებდა რეცენზიებს პერიოდულ პრესაში(ჟურნალები: "Баян", "Нувелист", "Русская музыкальная газета", "Артист"); 1890–იან წლებში იმოგზაურა ევროპაში; 1891–1901წწ. იყო РМО–ს დირექციის აქტიური წევრი; 1900 წელს დააარსა ამიერკავკასიაში პირველი სამეცნიერო–ლიტერატურული ჟურნალი "Кавказский вестник", სადაც ეწეოდა კავკასიის ხალხთა კულტურის პროპაგანდას; 1902–1904წწ. ცხოვრობდა ბერლინში, სადაც ისმენდა მუსიკის ისტორიის ლექციებს, მუშაობდა საერთაშორისო მუსიკალურ საზოგადოებაში; გამოდიოდა მოხსენებებით კავკასიის ხალხთა მუსიკის შესახებ; 1904–1925წწ. ცხოვრობდა თბილისში, სადაც განაგრძობდა აქტიურ მუსიკალურ–საზოგადოებრივ მოღვაწეობას; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. ერევანში; 1925–1930წწ. იყო ერევნის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე და სომხეთის მუსიკალური გამომცემლობის თავმჯდომარე, კონსერვატორიის პროფესორ–კონსულტანტი; სომხეთის მუსმცოდნეობის ფუძემდებელთაგანი; რუსი, წარმოშობით სომეხი მუსიკისმცოდნე, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 508

Awards and Honors

  • 1934 - სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: