The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე შავერდიანი

სხვა სახელი:ბოგდანოვი  (ფსევდონიმი)
ისკანდერი  (ფსევდონიმი)
მარა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:2 მარტი, 1954  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის კონსერვატორია 1931 წელს(ისტორიულ–თეორიული). 

მუსიკის თეორიის საგნებს სწავლობდა ქ. თბილისში, პედაგოგი ქ. ს. კუშნარიოვი; 1924–1925წწ. სწავლობდა ქ. ლენინგრადის კონსერვატორიაში, პედაგოგები ბ. პ. კალაფატი, მ. მ. ჩერნოვი(ორივე კომპოზიცია); 1926 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა მუსიკალურ–კრიტიკულ მოღვაწეობას; 1931–1934წწ. იყო ქ. მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი(მუსიკალური ლიტეარატურა, მასობრივი მუშაობის მეთოდიკა); მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში და რადიოკომიტეტის რედაქციებში; მისი პუბლიკაციები ეხებოდა მრავალნაციონალურ საბჭოთა მუსიკას, ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ კომპოზიტორთა შემოქმედებას; სომეხი მუსიკისმცოდნე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 510

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: