The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფიოდორ შალიაპინი

ფიოდორ შალიაპინი
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1873
გარდაცვ. თარიღი:12 აპრილი, 1938  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყაზანი, ვოლგისპირეთი.

1892–1893წწ. სწავლობდა თბილისში, პედაგოგი დ. უსატოვი(ვოკალი); 1893–1894წწ.–ის სეზონში პირველი ნაბიჯები გადადგა ვოკალურ კარიერაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე; დებიუტი: ტონიო(ლეონკავალო "ჯამბაზები"), შემდგომ თბილისში შეასრულა: მეფისტოფელი(გუნო "ფაუსტი"), დონ ბაზილიო(როსინი "სევილიელი დალაქი"), მეწისქვილე(დარგომიჟსკი "ალი"); XIX საუკუნის II ნახევარში წარმატებით გამოდიოდა ბათუმის "რკინის თეატრის" სცენაზე; 1921 წელს გადასახლდა პარიზში, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე; ძლიერი და მოქნილი ბასის და მომაჯადოვებელი სასცენო თამაშის წყალობით, ის ოპერის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს შემსრულებლად ითვლება; მას ხშირად მიეწერება ხელოვნების ამ დარგში ბუნებრივი თამაშის დამკვიდრება; მისი კარიერის რუსული ფაზის დროს, შალიაპინს კონფრონტირება სხვა ორ დიდ რუს ბასებთან, ლევ სიბირიაკოვთან(1869-1942) და უფრო ლირიულ ვლადიმერ კასტორსკისთან(1871-1948) უწევდა; ფაქტი, რომ ამ გამორჩეული ტრიოდან შალიაპინი დანარჩენ ორზე გაცილებით დასამახსოვრებელი გახდა, მისი სასცენო გამოსვლების მიმზიდველობის ძალითაა განპირობებული; რუსი საოპერო მომღერალი, ბანი; რუსული ვოკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 514

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1918 - რუსეთის სახალხო არტისტი

გააზიარე: