შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სამსონ მამულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფოცხო, ახლანდელი სენაკის რაიონი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ ნალჩიკში მოუსწრო და მაშინვე ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1918 წელს ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მოესმინა ვ. ი. ლენინისთავის, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულია მის შემდგომ რევოლუციურ მოღვაწეობაში. 1918 წლის ივლისიდან სამხრეთის ფრონტის სარდლობის განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა ასტრახანში, ცარიცინსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. 1919 წელს სათავეში ჩაუდგა სენაკის ბოლშევიკურ სამაზრო კპომიტეტს, იბრძოდა მენშევიკების წინააღმდეგ, რისთვისაც ორჯერ დააპატიმრეს. 1920 წელს გადაასახლეს საბჭოთა აზერბაიჯანში. 1935 წლიდან სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა დროს იყო საქართველოს კპ (ბ) ცკ-ს განყოფილების გამგე; აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი; რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე რუსეთსა და ამიერკავკასიაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.400; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |