The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამსონ მამულია

სამსონ მამულია
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1891
გარდაცვ. თარიღი:1937  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფოცხო, ახლანდელი სენაკის რაიონი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ ნალჩიკში მოუსწრო და მაშინვე ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1918 წელს ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მოესმინა ვ. ი. ლენინისთავის, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულია მის შემდგომ რევოლუციურ მოღვაწეობაში. 1918 წლის ივლისიდან სამხრეთის ფრონტის სარდლობის განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა ასტრახანში, ცარიცინსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. 1919 წელს სათავეში ჩაუდგა სენაკის ბოლშევიკურ სამაზრო კპომიტეტს, იბრძოდა მენშევიკების წინააღმდეგ, რისთვისაც ორჯერ დააპატიმრეს. 1920 წელს გადაასახლეს საბჭოთა აზერბაიჯანში. 1935 წლიდან სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა დროს იყო საქართველოს კპ (ბ) ცკ-ს განყოფილების გამგე; აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი; რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე რუსეთსა და ამიერკავკასიაში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.400

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • I-VII ყრილობები , დელეგატი
  • ამიერკავკასიის ცაკი, წევრი
  • დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის კომისია, წევრი
  • საქართველოს კპ(ბ), წევრი
  • საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტი, პირველი მდივანი
  • საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტი , მეორე მდივანი
  • სკკპ, წევრი (1917-)

გააზიარე: