The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გაგუნაშვილი

დავით გაგუნაშვილი
სხვა სახელი:ჯემალ
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1934
გარდაცვ. თარიღი:2016  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ.თბილისი

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1957 წელს.

1989 წლიდან არის საქართველოს მშენებლობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1994 წლიდან სააქციო საზოგადოების - "საქსაშენმეცნიერების" გენერალური დირექტორი; 1993 წლიდან - ჟურნალ "საშენი მასალების და ნაკეთობების" დამაარსებელი და მისი მთავარი რედაქტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1981).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.821; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.174

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში საშენმასალათა მრეწველობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმის, ახალი სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვისათვის
  • 1984 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: