The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსები (აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)

ოფიციალური სახელი:იოსებ ჯანდიერიშვილი
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1770
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

იოსები კათალიკოსად დაადგინა 1755 წლის საეკლესიო კრებამ, რომელმაც გადააყენა ანტონ I. კათალიკოსი იოსები 1762 წელს ხელმძღვანელობდა ერეკლე II-ის ინიციატივით მოწვეულ საეკლესიო კრებას, რომელმაც შეიმუშავა დადგენილება საეპისკოპოებში მღვდელმსახურების წესების დარღვევათა აღმოსაფხვრელად. 1764 წლის მარტში ანტონ I-ის კათოლიკოსად აღდგენის გამო იოსები გადააყენეს. რუსთაველი (რუსთავის) ეპიკოპოსი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.- გვ. 203; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.333-334


გააზიარე: