The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზებედე I (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ზებედე I იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1552–1556 წლებში. 1552 წელს, თბილისიდან სპარსელ დამპყრობთა განდევნის შემდეგ (1548 წელს შაჰმა თამაზ I-მა თბილისი დაიკავა), ზებედე I-მა "აიაზმით განწმინდა" და ხელახლა აკურთხა სიონის ღვთისმშობლის საეპისკოპოსო ტაძარი, აგრეთვე ქალაქის ყველა დანარჩენი ეკლესია, რომელიც მტერმა შებილწა და გააუქმა. ხელი მოაწერა ლუარსაბ I-ის 1552 წლის სიგელს სიონის ეკლესიაში მღვდელმსახურების აღდგენისა და მამულების შეწირვის შესახებ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.328


გააზიარე: