The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გარეგინ ზახაროვი

გარეგინ ზახაროვი
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი, შავი და ფერადი ლითონების სამსხმელო წარმოების სპეციალობით 1978 წელს.

1978–1984 წლებში მუშაობდა რუსთავის ქარხანა "ცენტროლიტში" ინჟინრად. 1984 წლიდან არის ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 75-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. სისტემატურად მონაწილეობს სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. მეტალურგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.325; mmi.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
    ნაშრომისათვის "ტიტან-ალუმინის ერთფაზიანი ნანოსტრუქტურული მასალების სინთეზის ტექნოლოგია"
  • 2010 - საქართველოს ეროვნული პრემია (ჯგუფთან ერთად: ზ. ასლამაზიშვილი, გ. ვარშალომიძე, გ. ონიაშვილი)
    ნაშრომისათვის "თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის მაღალეფექტური ტექნოლოგიების შემუშავება ახალი კლასის მასალების მისაღებად"

გააზიარე: