The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია (აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი, გენათელი მიტროპოლიტი)

Legal name:ზაქარია ქვარიანი
Date of birth:16??
Date of death:1660
Burial location:გელათის მონასტერი, ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელას ხეობა
Category:Religious leader

Biography

აფხაზეთის(დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი 1657–1660 წლებში, იმავდროულად გელათის ეპისკოპოსი(გენათელი) მიტროპოლიტის წოდებით. მას საგვარეულო მამულები და სასახლე ჰქონდა ქუთაისში, მწვანეყვავილაზე, სადაც 1637–1639 მთავარანგელოზის ეკლესია, ციხე და სახლ-კარი ააშენა. იგი იმერეთის სამეფო კართან დაახლოებული პირი და ალექსანდრე III-ის პირადი მოძღვარი იყო. ზაქარია აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზრუნავდა დასავლეთ საქართველოს ეკლესიისა და კულტურის მთლიანობის განსამტკიცებლად. ზაქარიამ დაახლოებით 1659 წელს ოდიშის მთავარს, ვამეყ III დადიანს ფიცი დაადებინა ოდიშის საკათოლიკოსო მამულების მმართველობაში ჩაურევლობის შესახებ, მისგანვე მიიღო საკათოლიკოსო სადგომად სენაკის საწინამძღვრო ეკლესია მამულებითა და სასახლით, საკათოლიკოსო სადგომად გურიის მთავრებისაგან მიიღო აკეთის საწინამძღვრო ეკლესია ასევე მამულებითა და სასახლით. ცნობილია მისი შეკვეთით 1652–1655 წელს გადაწერილი დიდი გულანი, რომელიც 1705 წელს დავითგარეჯის მონასტრისათვის შეუწირავთ. ზაქარია სიცოცხლეშივე გამოუხატავთ გელათის ეკლესიის სამხრეთ სვეტზე. მისი მოღვაწეობა აღწერილი აქვთ რუსეთის ელჩებს–იევლიევსა და ტოლოჩანოვს, იტალიელ მისიონერებს-იოსებ ძამპის და ანდრეა ბორომეოს, რომლებიც პირადად იცნობდნენ ზაქარიას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.321


Share: