The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჯაფარიძე

ოთარ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 2020  (100 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1946 წელს; ასპირანტურა - 1950 წელს.

1947 წლიდან თბილისის სამხატვრო სასწავლებლის (შემდგომში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი) სპეციალური საგნების პედაგოგი; 1960 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის მასწავლებელი. აკადემიაში მუშაობის 47 წლის განმავლობაში გაიარა უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგის ყველა საფეხური კათედრის პროფესორის თანამდებობამდე. 1968-1983წწ. სამხატვრო აკადემიის პრორექტორი სასწავლო დარგში. შემდგომში აკადემიაშივე განაგრძობდა მოღვაწეობას ფერწერის კათედრის პროფესორის თანამდებობაზე; 1953 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; 1988 წლიდან შეთავსებით უჩა ჯაფარიძის სახლ–მუზეუმის ხელმძღვანელი. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის სფერო ძირითადად პეიზაჟის მხატვრობით განისაზღვრა, რასაც ხელს უწყობდა სისტემატიური კონტაქტი მშობლიურ რაჭასთან. სწორედ რაჭის პეიზაჟი გახდა მისი შემოქმედებითი შთაგონების მთავარი წყარო. მხატვრის ფერწერული ნამუშევრები ძირითადად დაცულია საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო გალერეის (ამჟამად "მხატვრის სახლი"), ონისა და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების ფონდებში. ერთ–ერთი ტილო იმყოფება მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში. ცალკეული ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების თემაზე შექმნა ორასამდე მცირე ზომის გრაფიკული ნამუშევარი.

წყარო: ოთარ ჯაფარიძე 100, 1920-2020 = Otar Japaridze 100, 1920-2020 : საიუბილეო გამოცემა / ავტორი მარიამ გაჩეჩილაძე.-თბ.,2020.-256გვ.( esco.com.ge); წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1969-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1969 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: