The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევ ზაცეპა

ლევ ზაცეპა
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1916
გარდაცვ. თარიღი:22 ნოემბერი, 1996  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი. ეროვნებით რუსი, იზრდებოდა თბილისში, აქვე მიიღო საშუალო განათლება. 1936 წლიდან წითელ არმიაში მსახურობდა. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს საჰაერო ბრძოლებში მოპოვებული წარმატებებისა და გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ მუშაობდა სამხედრო-საჰაერო ძალებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები. გარდაიცვალა ქალაქ ლუცკში (უკრაინა).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.325

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი

გააზიარე: