შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალი-ყული ჯაბადარი![]()
ბიოგრაფიაXVII საუკუნის ქართველი მხატვარი. მოღვაწეობდა ირანში. შემორჩენილია მის მიერ შესრულებული 8 მინიატიურა - მეფის კარის ცხოვრებისა და ნადირობის სცენები (ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). ერთ მათგანზე აღნიშნულია შესრულების ადგილი - ყაზვინი და თარიღი 1674. მრავალფიგურიანი კომპოზიციები შესრულებულია გვიანდელი ირანული მინიატიურის ტრადიციების მიხედვით. შეიმჩნევა დასავლეთ ევროპის ხელოვნების ცალკეული მოტივებიც. მინიატიურებზე არის ქართული წარწერები. შესრულების ხარისხით ჯაბადარის მინიატიურები უტოლდება იმდროინდელ საუკეთესო ირანულ მინიატიურების ნიმუშებს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 522, თბ., 1987; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : ka.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |