The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალი-ყული ჯაბადარი

ალი-ყული ჯაბადარი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

XVII საუკუნის ქართველი მხატვარი. მოღვაწეობდა ირანში. შემორჩენილია მის მიერ შესრულებული 8 მინიატიურა - მეფის კარის ცხოვრებისა და ნადირობის სცენები (ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). ერთ მათგანზე აღნიშნულია შესრულების ადგილი - ყაზვინი და თარიღი 1674. მრავალფიგურიანი კომპოზიციები შესრულებულია გვიანდელი ირანული მინიატიურის ტრადიციების მიხედვით. შეიმჩნევა დასავლეთ ევროპის ხელოვნების ცალკეული მოტივებიც. მინიატიურებზე არის ქართული წარწერები. შესრულების ხარისხით ჯაბადარის მინიატიურები უტოლდება იმდროინდელ საუკეთესო ირანულ მინიატიურების ნიმუშებს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 522, თბ., 1987; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : ka.wikipedia.org


გააზიარე: